Accessibility links

რობერტ მუგაბე გადააყენეს მმართველი პარტიის ლიდერის პოსტიდან


იუწყებიან, რომ ზიმბაბვეს მმართველი პარტიის ლიდერის პოსტიდან გადააყენეს პრეზიდენტი რობერტ მუგაბე, რომელიც 15 ნოემბრის სამხედრო ამბოხის შემდეგ ჩამოშორებული ხელისუფლებას. ზიმბაბვეს აფრიკული ნაციონალური კავშირის-პატრიოტული ფრონტის ლიდერებმა 19 ნოემბერს გამართეს საგანგებო შეხვედრა, რომელზეც გადაწყდა, რომ მუგაბეს როლს პარტიის ლიდერის პოსტზე შეასრულებს ვიცე- პრეზიდენტი ემერსონ მნანგაგუა. გავრცელებული ინფორმაციით, პარტიიდან გარიცხეს მუგაბეს ცოლი, გრეისი. 18 ნოემბერს ზიმბაბვეს დედაქალაქ ჰარარეში გაიმართა მრავალრიცხოვანი დემონსტრაცია, რომლის მონაწილეებმაც პრეზიდენტ რობერტ მუგაბეს გადადგომა მოითხოვეს. 15 ნოემბერს ზიმბაბვეში ხელისუფლებას არმია დაეუფლა. მაგრამ 93 წლის მუგაბე კვლავინდებურად აცხადებს, რომ თვითონ რჩება ზიმბაბვეს ერთადერთ ლეგიტიმურ მმართველად.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG