Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის, თურქეთისა და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრებმა იმსჯელეს სირიის საკითხებზე


19 ნოემბერს ირანის, რუსეთისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა თურქეთის სამხრეთში გამართეს შეხვედრა, რომლის მთავარი საკითხი იყო სირიაში მიმდინარე სამოქალაქო ომი, ძალადობის შემცირება და რეგიონში მდგარი ჰუმანიტარული პრობლემების გადაჭრაში მონაწილეობა. მალე ამ პრობლემას მიეძღვნება სოჭის სამიტი, სამი ქვეყნის პრეზიდენტების მონაწილეობით. კვირას, დახურულ კარს მიღმა ანთალიაში გამართული მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა შეხვედრას უწოდა „ძალიან ნაყოფიერი“ და დასძინა, რომ მხარეებმა „ყველა საკითხზე მიაღწიეს შეთანხმებას“. რუსეთის საინფორმაციო საშუალებების ცნობით, მხარეებმა კერძოდ მხარი დაუჭირეს სირიის ნაციონალური დიალოგის თაობაზე კონგრესის ორგანიზებას. ამავ საკითხზე 22 ნოემბერს რუსეთის შავი ზღვის საკურორტო ქალაქ სოჭიში რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი უმასპინძლებს თურქეთისა და ირანის პრეზიდენტებს, რეჯეპ ტაიპ ერდოანსა დაჰასან როჰანის. მოსკოვის, თეირანისა და სტამბულის შუამავლობით ყაზახეთში დედაქალაქ ასტანაში იმართება მოლაპარაკება, რომელშიც სირიის მოკონფლიქტე მხარის წარმომადგენლები მონაწილეობენ.

XS
SM
MD
LG