Accessibility links

სირიის არმიამ დაიკავა ექსტრემისტების ბოლო ციტადელი, ქალაქი ალბუ კამალი


სირიის სახელმწიფო მედიის ცნობით, 19 ნოემბერს ქვეყნის არმიამ ექსტრემისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებისაგან გაათავისუფლა მათ ხელთ არსებული ბოლო ციტადელი, ერაყის საზღვართან მდებარე ქალაქი ალბუ კამალი. იგივე ცნობა გაავრცელა ლიბანის შიიტურ დაჯგუფება ჰიზბოლასთან დაახლოებულმა ტელეარხმა „ალ-მანარმა“, რომლის თანახმად ქალაქის დაკარგვის შემდეგ მცირე ჯგუფებად დაფანტულმა ექსტრემისტებმა მახლობელ სოფლებს შეაფარეს თავი. სირიის არმიამ ქალაქ ალბუ კამალზე კონტროლის დამყარება თვის დასაწყისში გამოაცხადა, თუმცა, მძლავრი კონტრშეტევის შემდეგექსტრემისტებმა მალე მოახერხეს პოზიციების დაბრუნება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG