Accessibility links

კაიროში არაბი მინისტრები მსჯელობენ რეგიონის კრიზისზე


არაბული ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები 19 ნოემბერს კაიროში შეიკრიბნენ რეგიონში შექმნილი იმ ძალადობის თაობაზე სამსჯელოდ, რომელშიც, გავრცელებული ცნობით, დამნაშავეა ირანი. ეგვიპტის დედაქალაქში არაბული ლიგის წარმომადგენელთა შეხვედრის ფონია იემენის კონფლიქტის გარშემო სუნიტურ საუდის არაბეთსა და შიიტურ ირანს შორის არსებული დაძაბულობა და ასევე ლიბანის პრემიერ-მინისტრის მოულოდნელი გადადგომა. „ირანის მიერ ზოგიერთი არაბული ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული ქმედებები ჩვენგან მოითხოვენ არაერთ ზომას, რათა შეჩერდეს აღნიშული ძალადობები, სხვების შინაურ საქმეებში ჩარევები და მუქარები“, - განუცხადა არაბული ლიგის მდივნის მოადგილემ, ჰოსამ ზაკიმ ლონდონში მდებარე გაზეთ „აშარქ ალ-ავასტს“. ლიბანის საქმეებში ირანის ჩარევის შესახებ გაფრთხილებით გამოვიდა პრემიერ-მინისტრი საად ჰარირი, რომელმაც ორი კვირის წინ საუდის არაბეთიდან გამოაცხადა გადადგომის შესახებ.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG