Accessibility links

კიშინიოვში ტარდება რეფერენდუმი ქალაქის მერის საკითხზე


მოლდავეთის დედაქალაქ კიშინიოვში ტარდება რეფერენდუმი, რომელმაც უნდა გადაწყვიტოს დედაქალაქის მერის, პოსტზე დარჩენის ბედი. დორინ ჩირტოაცა, რომელიც ლიბერალური პარტიის წარმომადგენელია,ბრალდებულია კორუფციულ დანაშაულში. საჭიროა სულ მცირე 163 570 ამომრჩევლის თანხმობა რეფერენდუმზე დასმულ შეკითხვაზე, რომ კიშინოვის მერმა ოფიციალურად დატოვოს თანამდებობა. რეფერენდუმის ჩატარება სექტემბერის თვეში გადაწყვიტა კიშინიოვის მუნიციპალურმა კრებამ, რომელმაც უფლებამოსილება შეუჩერა დედაქალის მერს მას შემდეგ, რაც სამართალდამცველებმა იგი დააკავეს და შიდა პატიმრობაა მიუსაჯეს.ჩირტოაცა, რომელიც პროევროპული ლიბერალური პარტიის თანათავმჯდომარეა, უარყოს კორუფციაში ბრალდებას. ქვეყნის რამდენიმე პოლიტიკურმა პარტიამ და გაერთიანებამ, მათ შორის ლიბერალურმა პარტიამ, ამომრჩეველს რეფერენდუმის ბოიკოტისაკენ მოუწოდა.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG