Accessibility links

მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ მზადაა სათავეში ჩაუდგეს ახალ მთავრობას


საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელია, მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ საჭიროების შემთხვევაში მზადაა სათავეში ჩაუდგეს უკრაინის ახალ მთავრობას. „უკრაინას სჭირდება ახალი ხელისუფლება, ახალი მთავრობის შექმნა, რომელიც ერთობლივად უნდა შეიქმნას. მზად ვარ თქვენთან ერთად ჩავუდგე სათავეში ამ პროცესს და, თუ საჭირო გახდება, ვუხელმძღვანელო ამ მთავრობას“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა 19 ნოემბერს, კიევში, საკანომდებლო ორგანოს წინ გამართულ მიტინგზე. სააკაშვილმა და მისმა მომხრეებმა, 17 ოქტომბერს წამოიწყეს საპროტესტო აქცია დიდი პოლიტიკური რეფორმების მოთხოვნით კიევის ცენტრში კონსტიტუციის მოედანზე, სადაც მომიტინგეებს რამდენიმე კარავი აქვთ გაშლილი. როგორც უკრაინული საინფორმაციო პორტალი „უკრაინსკა პრავდა“ იუწყება, 19 ოქტომბრის შემდეგ უვადო აქციას გაგრძელების იდეას მხარი არ დაუჭირა რამდენიმე პოლიტიკურმა სუბიექტმა, რის გამოც საკანონმდებლო ორგანოს წინ გაშლილ კარვებში მხოლოდ „ახალი ძალების რუხისა“ და „სამოპომოჩის“ მომხრეები იმყოფებიან. სააკაშვილი 3 დეკემბერს სახალხო იმპიჩმენტით ემუქრება უკრაინის ხელისუფლებას, თუ იგი არ გაითვალისწინებს მომიტინგეთა მოთხოვნებს. ესენია: ანტიკორუფციული სასამართლოების შექმნა, საპარლამენტო იმუნიტეტის გაუქმება და ახალი საარჩევნო კანონის მიღება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG