Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის ატომური ძალების სარდალი აცხადებს, რომ არ დაემორჩილება პრეზიდენტის „უკანონო“ ბრძანებას


აშშ-ის სტრატეგიული ძალების სარდლობის მეთაური, გენერალი ჯონ ჰაიტენი აცხადებს, რომ არ შეასრულებს ბირთვული თავდასხმის თაობაზე გაცემულ პრეზიდენტის ბრძანებას, თუ ის უკანონო იქნება. ტელეკომპანია „სი-ენ-ენის“ თანახმად, ჰაიტენმა ეს განაცხადა კანადაში ჰალიფაქსის საერთაშორისო კონფერენციაზე დისკუსიაში მონაწილეობის დროს. „მე პრეზიდენტს ვაწვდი რჩევებს. ის მეუბნება, რა გავაკეთო. გამოიცანით, რა მოხდება, თუ ეს უკანონოა? ვეტყვი: ბატონო პრეზიდენტო, ეს უკანონოა. ის მკითხავს: რა იქნება კანონიერიო? და ჩვენ მოვიფიქრებთ ვარიანტებს, ნებისმიერ სიტუაციაზე რეაგირების შესაძლებლობების ერთობლიობაზე. ეს სულაც არ არის ძნელი“, - განაცხადა გენერალმა ჰაიტენმა. აშშ-ის სტრატეგიული ძალების სარდლობა აკონტროლებს ქვეყნის ბირთვულ ძალებს და პასუხს აგებს საჰაერო თავდაცვაზე.

XS
SM
MD
LG