Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ში გარდაიცვალა ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პატიმარი


ჩარლზ მენსონი
ჩარლზ მენსონი

აშშ-ში, 83 წლის ასაკში გარდაიცვალა მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი სერიული მკვლელი, ჩარლზ მენსონი. სააგენტო AP კალიფორნიის შტატის სასჯელაღსრულების სამმართველოზე დაყრდნობით იუწყება, რომ მენსონი გარდაიცვალა ციხის საავადმყოფოში, სადაც რამდენიმე ხნის წინ გადაიყვანეს შიდა სისხლდენის გამო. ჩარლზ მენსონმა გასული საუკუნის 60-იან წლებში, კალიფორნიაში ჩამოაყალიბა კომუნა, სახელწოდებით „ოჯახი“ და თანამოაზრეებთან ერთად ჩაიდინა რამდენიმე სასტიკი მკვლელობა. 1969 წელს, მენსონმა კომუნის წევრებთან ერთად დახოცა 7 ადამიანი, მათ შორის რეჟისორ რომან პოლანსკის ცოლი, 9 თვის ორსული, შერონ ტეიტი. ჩარლზ მენსონი და მისი თანამოაზრეები იმავე წელს დააპატიმრეს. 1971 წელს, კალიფორნიის სასამართლომ მათ სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა. მას შემდეგ, რაც 1972 წელს კალიფორნიის შტატში სიკვდილით დასჯაზე მორატორიუმი გამოცხადდა, მენსონს სასჯელის უმაღლესი ზომა სამუდამო პატიმრობით შეუცვალეს.

XS
SM
MD
LG