Accessibility links

ლავროვი ბაქოსა და ერევანს სტუმრობს ორმხრივ ურთიერთობებზე და ყარაბაღის კონფლიქტზე სასაუბროდ


2017 წლის 20 ნოემბერი: რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ბაქოში აზერბაიჯანელ კოლეგასთან, ელმარ მამადიაროვთან შეხვედრისას

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ბაქოში ვიზიტისას შეაქო აზერბაიჯანთან რუსეთის ურთიერთობა. ეს შეფასება მან გამოთქვა აზერბაიჯანელ კოლეგა ელმარ მამადიაროვთან შეხვედრისას, რომლის მთავარ თემებად სახელდება ორმხრივი ურთიერთობა და მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი. ბაქოდან, სადაც ლავროვი უკვე ესაუბრა პრეზიდენტ ილჰამ ალიევს, ის მიემგზავრება ერევანში სომხეთის პრეზიდენტთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან შესახვედრად. ვიზიტები ემთხვევა რუსეთსა და ორ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობის დამყარების 25-ე წლისთავს. სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კონფლიქტს იწვევს მთიანი ყარაბაღი - აზერბაიჯანის კუთვნილი და, უმეტესწილად, ეთნიკური სომხებით დასახლებული რეგიონი, რომელსაც აზერბაიჯანისაგან დამოუკიდებლობა აქვს გამოცხადებული. 1988-1994 წლების შეიარაღებულმა კონფლიქტმა მთიან ყარაბაღში 30 ათასამდე ადამიანი შეიწირა. მას შემდეგ საერთაშორისო შუამალობით მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებებს, რომელშიც ე.წ. მინსკის ჯგუფი მონაწილეობს, ჯერ არ მოჰყოლია კონფლიქტის მოგვარება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG