Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩეხეთის პრეზიდენტი, რომელიც ცნობილია კრემლისადმი კეთილგანწყობით, სოჭში შეხვდება რუს კოლეგას


ჩეხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი მილოშ ზემანი, რომელიც ცნობილია რუსეთის ხელმძღვანელობის მიმართ თავისი კეთილგანწყობით, 21 ნოემბერს სოჭში შეხვდება რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს. ამის შესახებ კრემლი იუწყება. რუსეთში ჩეხი ლიდერის ოთხდღიანი ვიზიტი ასევე ითვალისწინებს ჩასვლას მოსკოვში, სადაც ის 22 ნოემბერს შეხვდება პრემიერ-მინისტრ დმიტრი მედვედევს და სიტყვით გამოვა რუსეთ-ჩეხეთის ბიზნეს-ფორუმზე. ასევე 22 ნოემბერს ის ისადილებს ყოფილ საბჭოთა ლიდერთან, მიხაილ გორბაჩოვთან ერთად. მილოშ ზემანის, როგორც ჩეხეთის პრეზიდენტის როლი, უმეტესწილად, ცერემონიული ფუნქციებით შემოიფარგლება, მაგრამ მისი განცხადებები, რომლებითაც მხარდაჭერას უცხადებს პუტინის პოლიტიკას, შეშფოთებას იწვევს ჩეხეთის მთავრობაში და დასავლეთ მოკავშირეები. ზემანი, მაგალითად, კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის მიერ შემოღებული სანქციების საჭიროებას. ამ პოზიციის გამო ზემანს მკაცრად აკრიტიკებენ უკრაინაშიც. 2016 წელს ზემანმა გააკრიტიკა აშშ სირიის სამოქალაქო ომში „უკანონო“ ჩარევისათვის მაშინ, როცა შეაქო ასევე სირიაში რუსეთის „ანტიტერორისტული კამპანია“.

XS
SM
MD
LG