Accessibility links

პაკისტანში, სულ ცოტა, 20 ადამიანი დაიღუპა ავტოავარიის შედეგად


პაკისტანიდან იუწყებიან, რომ, სულ ცოტა, 20 ადამიანი დაიღუპა და ექვსი დაშავდა მიკროავტობუსთან სატვირთო მანქანის შეჯახების შედეგად. უბედური შემთხვევა მოხდა სამხრეთ პაკისტანში მდებარე სინდის პროვინციაში, ცნობების თანახმად, ნისლის დროს. პოლიციის წარმომადგენლის ინფორმაციით, დაშავებულთა მძიმე მდგომარეობის გამო შიშობენ, რომ დაღუპულთა რიცხვი გაიზრდება. მიკროავტობუსის მგზავრებს შორის ქალები და ბავშვებიც იყვნენ. ავტოსაგზაო შემთხვევები ხშირია პაკისტანში, სადაც გზებისა და ავტომანქანების დიდი ნაწილი ცუდი მდგომარეობაშია, ხოლო ბევრი მძღოლები დაუდევრად ეკიდება საგზაო მოძრაობის წევრებს, ოფიციალური სტატისტიკით, წელიწადში 5000-ზე მეტი ადამიანი ხდება ავტოსაგზაო შემთხვევების მსხვერპლი.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG