Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელის მთავრობის წევრის თქმით, მის ქვეყანას საიდუმლო კონტაქტი აქვს საუდის არაბეთთან


ისრაელის მთავრობის წევრმა გააკეთა განცხადება, რომელიც მიანიშნებს ირანის პოლიტიკით შეშფოთების გამო საუდის არაბეთთან და სხვა არაბულ ქვეყნებთან დამყარებულ საიდუმლო კონტაქტებზე. ისრაელის ენერგეტიკის მინისტრი იუვალ შტეინიცი ამ ქვეყნის წარმომადგენელი პირველი ოფიციალური პირია, რომელმაც არაბულ ქვეყნებთან საიდუმლო კონტაქტზე მიანიშნა. მან ამ თემაზე ისაუბრა 19 ნოემბერს ისრაელის არმიის რადიოსთან ინტერვიუს დროს, თუმცა არ დაუზუსტებია, რა სახის კონტაქტი იგულისხმება. ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეტანიაჰუს ადმინისტრაციამ და საუდის არაბეთის მთავრობამ უარი თქვეს კომენტარზე. ორივე ქვეყანა ირანში ხედავს მთავარ საფრთხეს ახლო აღმოსავლეთისათვის, თუმცა ამავე დროს, საუდის არაბეთი და ისრაელი ერთმანეთთან დაპირისპირებულ მხარეებზე დგანან ისრაელსა და არაბებს შორის მრავალწლიან კონფლიქტში. საუდის არაბეთი აცხადებს, რომ ისრაელთან ოფიციალური ურთიერთობა ვერ ექნება, სანამ ეს ქვეყანა არ დატოვებს არაბთა მიწებს, რომლებიც 1967 წლის ომის დროს დაიპყრო.

XS
SM
MD
LG