Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ აპირებს საქართველოს მიჰყიდოს ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსები


ტანკსაწინააღმდეგო რაკეტა Javelin-ი
ტანკსაწინააღმდეგო რაკეტა Javelin-ი

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მხარი დაუჭირა საქართველოსთვის გადასატანი ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსების, Javelin-ის მიყიდვას - ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის თავდაცვითი უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის სააგენტოს ვებსაიტზე 20 ნოემბერს გამოქვეყნებულ პრესრელიზში. სააგენტომ საქართველოსთან მოსალოდნელი გარიგების შესახებ 17 ნოემბერს აცნობა აშშ-ის კონგრესს. სარაკეტო კომპლექსების საერთო ღირებულება დაახლოებით 75 მილიონი დოლარია. პრესრელიზში ჩამოთვლილია, თუ რის შეძენას ითხოვს საქართველოს მთავრობა. მათ შორისაა 410 რაკეტა და 72 გამშვები ბლოკი. თავდაცვითი უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის სააგენტოს განცხადებით, მოსალოდნელი გარიგება საქართველოს უსაფრთხოების გაძლიერების გზით შეიტანს წვლილს აშშ-ის საგარეო პოლიტიკასა და ეროვნულ უსაფრთხოებაში და არ შეცვლის რეგიონში საბაზისო სამხედრო ბალანსს. სააგენტოს განმარტებით, შეტყობინება საქართველოსთვის ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსების შესაძლო მიყიდვის თაობაზე კანონმდელობის მოთხოვნის შესაბამისად გაკეთდა და არ ნიშნავს, რომ გაყიდვის პროცესი დასრულებულია.

XS
SM
MD
LG