Accessibility links

უკრაინა აღნიშნავს ევრომაიდნის საპროტესტო გამოსვლების მეოთხე წლისთავს


კიევი, ევრომაიდანი 2013 წლის ნოემბერში

უკრაინა აღნიშნავს „ღირსებისა და თავისუფლების დღეს“, რომელიც ეძღვნება 2013 წლის ნოემბერში ევრომაიდნის საპროტესტო აქციების დაწყების მორიგ წლისთავს. საპროტესტო ტალღას მაშინდელი პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის გადადგომა მოჰყვა. 21 ნოემბერს პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ, პრემიერ-მინისტრმა ვლადიმირ ჰროისმანმა და პარლამენტის თავმჯდომარე ანდრეი პარუბიმ ყვავილებით შეამკეს კიევის ცენტრში, დამოუკიდებლობის მოედანზე (მაიდან ნეზალეჟნოსტი) აღმართული მონუმენტი. მონუმენტი ეძღვნება საპროტესტო გამოსვლების დროს უშიშროების ძალების მიერ მოკლული დემონსტრანტების, „ზეციური ასეულის“, ხსოვნას. 2013 წელს ევრომაიდნის გამოსვლები დაიწყო მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა იანუკოვიჩმა გამოაცხადა, რომ გადადო ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერა და შეეცდება რუსეთთან უფრო მჭიდრო ეკონომიკური კავშირის დამყარებას. საპროტესტო გამოსვლების ფონზე, 2014 წლის თებერვალში იანუკოვიჩმა ხელი მოაწერა ოპონენტებთან შეთანხმებას კრიზისისათვის ბოლოს მოსაღებად, მაგრამ ამის შემდეგ თანამდებობა მიატოვა და რუსეთში გაიქცა.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG