Accessibility links

გერმანიის პრეზიდენტი ხვდება პარტიების ლიდერებს პოლიტიკური კრიზისის მოგვარებაზე სასაუბროდ


გერმანიის პრეზიდენტი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი შეხვედრებს მართავს სხვადასხვა პარტიის ლიდერებთან პოლიტიკური კრიზისის მოგვარებაზე სასაუბროდ. შეხვედრები დაინიშნა მას შემდეგ, რაც გერმანიაში სექტემბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ წარუმატებლად დასრულდა კოალიციური მთავრობის შექმნის მცდელობა. შტაინმაიერი სამშაბათს ხვდება თავისუფალ დემოკრატთა პარტიისა და მწვანეთა პარტიის ლიდერებს, რათა იმსჯელოს მათ და კანცლერ ანგელა მერკელის ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის მიერ კოალიციის შექმნის შესაძლებლობაზე. ამჟამინდელ კოალიციურ მთავრობაში შემავალი სოციალ-დემოკრატები უარს ამბობენ ახალ მმართველ კოალიციაში მონაწილეობაზე მას შემდეგ, რაც სექტემბრის არჩევნებში გაცილებით ნაკლები მხარდაჭერა მოიპოვეს, ვიდრე 1949 წლის შემდეგ ტრადიციულად იღებდნენ ხოლმე. კანცლერმა ანგელა მერკელმა ორშაბათს განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ვერ მოხერხდება კოალიციური მთავრობის შექმნა, ის მიემხრობა რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას და არა უმცირესობის მთავრობის შექმნას. ამასთან მერკელმა გამოთქვა მზადყოფნა, კვლავ გაუძღვეს თავის პარტიას.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG