Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლუკაშენკო არ დაესწრება ევროკავშირის „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ სამიტს ბრიუსელში


ბელორუსია და ევროკავშირის "აღმოსავლეთის პარტნიორობის" წევრი დანარჩენი პოსტსაბჭოთა ქვეყნები
ბელორუსია და ევროკავშირის "აღმოსავლეთის პარტნიორობის" წევრი დანარჩენი პოსტსაბჭოთა ქვეყნები

ბელორუსიის განცხადებით, პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო არ დაესწრება ევროკავშირის „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ სამიტს, რომელიც 24 ნოემბერს ბრიუსელში გაიმართება. ბელორუსიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა, ანდრეი შუპლიაკმა, 21 ნოემბერს თქვა, რომ საგარეო საქმეთა მინისტრი ვლადიმირ მაკეი უხელმძღვანელებს ბელორუსიის დელაგაციას სამიტზე. რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლებისათვის გასულ თვეში ევროკავშირის წყაროებიდან გახდა ცნობილი, რომ ბრუსელში მიიწვიეს ლუკაშენკოც - „შეზღუდვების გარეშე“, როგორც "აღმოსავლეთის პარტნიორობის" დანარჩენი ხუთი წევრის, აზერბაიჯანის, სომხეთის, საქართველოს, მოლდავეთისა და უკრაინის ლიდერები. წინა ოთხი სამიტის შემთხვევაში ევროკავშირი ავრცელებდა ინფორმაციას, რომ ლუკაშენკო, რომელიც 23 წელია მართავს ბელორუსიას, არ არის სამიტის სასურველი მონაწილე. მინსკის დელეგაციას მაკეი ხელმძღვანელობდა „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ წინა სამიტის დროსაც, რიგაში. ევროკავშირმა 2009 წელს აამოქმედა „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ პროგრამა ეკონომიკური ინტეგრაციისა და ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში ევროპული ფასეულობების განმტკიცების ხელშესაწყობად.

XS
SM
MD
LG