Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიგერიაში 50-მდე ადამიანი დაიღუპა მეჩეთში მოწყობილი აფეთქების შედეგად


ნიგერიის პოლიციის ცნობით, სულ ცოტა, 50 ადამიანი დაიღუპა ჩრდილო-აღმოსავლეთში მდებარე ქალაქ მუბიში, მეჩეთში მოწყობილი აფეთქების შედეგად. შიშობენ, რომ დაღუპულთა რიცხვი გაიზრდება დაჭრილების ნაწილის მძიმე მდგომარეობის გამო. ხალხით სავსე მეჩეთში მოწყობილ აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ჯერ არავის აუღია. აქამდე ჩრდილოეთ რეგიონში ბევრჯერ აქვს განხორციელებელი თავდასხმები ისლამისტი ექსტრემისტების ჯგუფ „ბოკო ჰარამს“. მან რვა წლის წინ წამოიწყო ამბოხება, რომელსაც 20 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

XS
SM
MD
LG