Accessibility links

თბილისში, სპეცოპერაციის ადგილზე დამატებითი ძალებია მობილიზებული


სპეცოპერაციის რაიონი თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე. 2017 წლის 22 ნოემბერი

ჯავშანმანქანები და სამართალდამცავების დამატებითი ძალებია მობილიზებული თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე, სადაც 21 ნოემბერს, გამთენიისას დაიწყო კონტრტერორისტული ოპერაცია. ტერიტორია საპატრულო პოლიციის მიერაა ბლოკირებული. ამჟამად აღარ ისმის სროლის და აფეთქებების ხმა. ლიკვიდირებულია საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილი ხანძარი. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს სპეცოპერაციის შესახებ ოფიციალური განცხადება ჯერჯერობით არ გაუვრცელებია.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG