Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის ფედერაციის საბჭომ მხარი დაუჭირა კანონპროექტს მედიასაშუალებების "უცხოეთის აგენტებთან" გათანაბრების შესახებ


რუსეთის პარლამენტის ზედა პალატამ, ფედერაციის საბჭომ 22 ნოემბერს დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც მთავრობას უფლებას აძლევს უცხოური მედიასაშუალებები გამოაცხადოს „უცხოეთის აგენტებად.“ 15 ნოემბერს, კანონპროექტი ერთხმად მიიღო რუსეთის პარლამენტის ქვედა პალატამაც, სახელმწიფო დუმამ. პარლამენტის მიერ დამტკიცებულ კანონპროექტს ხელი უნდა მოაწეროს პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა. უცხოური მედიასაშუალებების „უცხოეთის აგენტებად“ გამოცხადება მოსკოვმა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც აშშ-ის იუსტიციის სამინისტრომ რუსეთის მთავრობის მიერ დაფინანსებულ ტელეარხს, RT-ს მოთხოვა „უცხოეთის აგენტად“ დარეგისტრირება. ამასთან, ვაშინგტონში განმარტეს, რომ ეს არ ზღუდავს მედიასაშუალების თავისუფლებას. 15 ნოემბერს, რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ რადიო თავისუფლება უკვე გააფრთხილა, რომ მისი საქმიანობა შესაძლოა, შეიზღუდოს.

XS
SM
MD
LG