Accessibility links

დამნაშავედ ცნობის შემთხვევაში რატკო მლადიჩს სამუდამო პატიმრობა ემუქრება


გაეროს მოსამართლეებმა დაიწყეს ბოსნიელ სერბთა ყოფილი სამხედრო მეთაურის, რატკო მლადიჩის, განაჩენის გამოცხადება. მლადიჩს 11 ბრალდება აქვს წაყენებული. ყოფილ გენერალს წაყენებული აქვს ბოსნია-ჰერცეგოვინის 1992-95 წლების ომის დროს გენოციდის, სამხედრო დანაშაულთა და კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულთა ბრალდებები, მათ შორის სრებრენიცაში 8000-მდე მუსლიმი მამაკაცისა და ბიჭის ხოცვა-ჟლეტის ბრალდება. დამნაშავედ ცნობის შემთხვევაში, 75 წლის მლადიჩს სამუდამო პატიმრობა ემუქრება. თუკი განაჩენი არ გასაჩივრდა, ის უკანასკნელი იქნება ჰააგის ტრიბუნალის მიერ გამოტანილ განაჩენთაგან. ტრიბუნალი 1993 წელს შეიქმნა ბალკანეთის ომების დამნაშავეთა გასასამართლებლად. მლადიჩს, რომელსაც მოწინააღმდეგეები „ბოსნიის ყასაბს“ უწოდებენ, ბრალი ედება გენოციდში, კაცობრიობის წინაშე დანაშაულსა და სამხედრო დანაშაულში.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG