Accessibility links

თბილისში დაჭრილი სპეცრაზმელის მდგომარეობა მძიმეა


თბილისში, კონტრტერორისტული ოპერაციისას დაჭრილი სპეცრაზმელის მდგომარეობა კრიტიკულია - ამის შესახებ ჟურნალისტებს აცნობა ინგოროყვას კლინიკის გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, კონსტანტინე მუმლაძემ. მისი ინფორმაციით, პაციენტს აქვს ქალა-ტვინის მძიმე ტრავმა, სარქვლის ძვლების მრავლობითი მოტეხილობითა და სისხლდენით. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სპეცრაზმელს ქირურგიული ოპერაცია გაუკეთეს და მიმდინარეობს სასიცოცხლო ფუნქციების ხელოვნურად ჩანაცვლება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG