Accessibility links

რატკო მლადიჩს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს


გაეროს ტრიბუნალმა ბოსნიელ სერბთა ყოფილი სამხედრო მეთაურს, რატკო მლადიჩის, სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 75 წლის მლადიჩს 11 ბრალდება ჰქონდა წაყენებული და იგი ათში ცნეს დამნაშავდე. ყოფილ გენერალს წაყენებული ჰქონდა ბოსნია-ჰერცეგოვინის 1992-95 წლების ომის დროს გენოციდის, სამხედრო დანაშაულთა და კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულთა ბრალდებები, მათ შორის სრებრენიცაში 8000-მდე მუსლიმი მამაკაცისა და ბიჭის ხოცვა-ჟლეტის ბრალდება.

თუკი განაჩენი არ გასაჩივრდა, ის უკანასკნელი იქნება ჰააგის ტრიბუნალის მიერ გამოტანილ განაჩენთაგან. ტრიბუნალი 1993 წელს შეიქმნა ბალკანეთის ომების დამნაშავეთა გასასამართლებლად. მლადიჩს, რომელსაც მოწინააღმდეგეები „ბოსნიის ყასაბს“ უწოდებენ, ბრალი ედება გენოციდში, კაცობრიობის წინაშე დანაშაულსა და სამხედრო დანაშაულში.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG