Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში გრძელდება კონტრტერორისტული ოპერაცია


თბილისში ამ დრომდე გრძელდება კონტრტერორისტული ოპერაცია. 16 საათისთვის კვლავ დაიწყო ინტენსიური სროლა, რომელიც რამდენიმე წუთს გაგრძელდა. ისმოდა აფეთქების ხმაც. საცხოვრებელ კორპუსში, სადაც სავარაუდო ტერორისტები იმყოფებიან, ერთ-ერთ ბინაში გაჩნდა ხანძარი, რომელსაც სამაშველო სამსახურის ბრიგადები აქრობენ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წინასწარი ინფორმაციით, პირები, რომელთა დასაკავებლად სპეცოპერაცია მიმდინარეობს, არ არიან საქართველოს მოქალაქეები და არიან ტერორისტული ორგანიზაციის წევრები. ამავე სამსახურის ინფორმაციით, ჯერჯერობით დაკავებულია მხოლოდ ერთი პირი.

XS
SM
MD
LG