Accessibility links

თბილისში დასრულდა კონტრტერორისტული ოპერაცია, რომელმაც ერთი სპეცრაზმელის სიცოცხლე შეიწირა. სპეცოპერაცია ჩატარდა თბილისის ისნის რაიონში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში მყოფ პირთა დასაკავებლად. ოპერაციის დასრულებამდე გავრცელდა ცნობა ერთი ეჭვმიტანილის დაკავების შესახებ. ოპერაცია, რომელიც თითქმის 20 საათი გაგრძელდა, ჩაატარა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულმა დეპარტამენტმა. უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ეჭვმიტანილებმა სპეციალური დანაყოფის მიმართულებით ცეცხლი გახსნეს. ოპერაციის ადგილიდან ისმოდა სროლისა და აფეთქებების ხმა. არაოფიციალური ინფორმაციით, პირები, რომელთა დასაკავებლადაც სპეცოპერაცია ჩატარდა, საქართველოს მოქალაქეები არ არიან და ისინი ტერორიზმში არიან ეჭვმიტანილნი. ოპერაციის დაწყებამდე განხორციელდა კორპუსის მცხოვრებთა ევაკუაცია. კონტრტერორისტული ოპერაციის დროს მძიმედ დაიჭრა სპეცრაზმელი, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ინგოროყვას კლინიკის ექიმების ინფორმაციით, პაციენტს ჰქონდა ქალა-ტვინის მძიმე ტრავმა, სარქვლის ძვლების მრავლობითი მოტეხილობითა და სისხლდენით.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG