Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფრანგი ხელოვანები მოითხოვენ რუსეთში დაპატიმრებული ოლეგ სენცოვის გათავისუფლებას


ფრანგმა ხელოვანებმა ხელმოსაწერად გამოაქვეყნეს პეტიცია რუსეთში დაპატიმრებული უკრაინელი რეჟისორის, ოლეგ სენცოვის გათავისუფლების მოთხოვნით. სენცოვი ტერორიზმის ბრალდებით გაასამართლეს და 2015 წელს 20 წლით პატიმრობა მიუსაჯეს, მაგრამ ის ბრალდებას უარყოფს. სენცოვისა და მისი მხარდამჭერების აზრით, მისი დაპატიმრება უკავშირდება ყირიმის ანექსიის მიმართ კრიტიკულ დამოკიდებულებას. პეტიციით ათობით მწერალი, რეჟისორი და ფილოსოფოსი მიმართავს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს, გათავისუფლებულ იქნეს უკრაინელი რეჟისორი. 21 ნოემბერს პარიზში, „ოდეონის“ თეატრში გაიმართა სენცოვის მხარდამჭერი აქცია, რომელშიც მონაწილეობდა საფრანგეთის წარმომადგენელი ადამიანის უფლებების საკითხებში, ფრანსუა კროკეტი. პეტიციაზე ხელმომწერებს შორის არიან რეჟისორები ბერტრან ტავერნიე და მიშელ აზანავიჩუსი. გასულ კვირაში ადვოკატმა დმიტრი დინზემ გაავრცელა ცნობა, რომ სენცოვის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულია.

XS
SM
MD
LG