Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა სამუდამო დისკვალიფიკაცია მისცა კიდევ ოთხ რუს სპორტსმენს


2014 წლის 24 თებერვალი: რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი აჯილდოვებს სოჭის ოლიმპიურ თამაშებში გამარჯვებულ სკელეტონისტს, ალექსანდრ ტრეტიაკოვს. 2017 წლის 22 ნოემბერს გავრცელდა ცნობა დოპინგის გამოყენების გამო ტრეტიაკოვის სამუდამო დისკვალიფიკაციის შესახებ
2014 წლის 24 თებერვალი: რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი აჯილდოვებს სოჭის ოლიმპიურ თამაშებში გამარჯვებულ სკელეტონისტს, ალექსანდრ ტრეტიაკოვს. 2017 წლის 22 ნოემბერს გავრცელდა ცნობა დოპინგის გამოყენების გამო ტრეტიაკოვის სამუდამო დისკვალიფიკაციის შესახებ

საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა სამუდამო დისკვალიფიკაცია მისცა ოთხ რუს სკელეტონისტს - ალექსანდრ ტრეტიაკოვს, ელენა ნიკიტინას, მარია ორლოვასა და ოლგა პოტილიცინას. ისინი ამხილეს სოჭში 2014 წლის ოლიმპიური თამაშების დროს დოპინგის მიღებაში. ტრეტიაკოვს ოქროს მედალი ერგო, ნიკიტინს - ბრინჯაოსი, დანარჩენებს საპრიზო ადგილები არ რგებიათ. მათი შედეგები ბათილად ცნეს. ნოემბერში უფრო ადრე საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა ასევე სამუდამო დისკვალიფიკაცია მისცა ექვს რუს მოთხილამურეს. მსოფლიოს 17 ქვეყნის ეროვნული ანტისადოპინო სააგენტოები მოითხოვენ, რომ 2018 წლის ოლიმპიურ თამაშებზე არ იქნეს დაშვებული რუსეთი, აკრძალულ პრეპარატებთან დაკავშირებული სკანდალის გამო. ორი წლის წინ გამოქვეყნდა დამოუკიდებელ ექსპერტ რიჩარდ მაკლარენის კომისიის ანგარიში რუსეთში დოპინგის მხარდამჭერი სახელმწიფო სისტემის არსებობის შესახებ. როგორც კომისიამ დაადგინა, სპორტული შედეგების გასაუმჯობესებლად აკრძალულ პრეპარატებს იყენებდა 1000-ზე მეტი რუსი სპორტსმენი. მოსკოვი უარყოფს ბრალდებებს. სავარაუდოდ, დეკემბრის დასაწყისში მიიღებენ საბოლოო გადაწყვეტილებას 2018 წლის ოლიმპიურ თამაშებზე რუსეთის დაშვება-არდაშვების შესახებ.

XS
SM
MD
LG