Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მთიან ყარაბაღში სამი სეპარატისტი მებრძოლი დაიღუპა სახმელეთო ნაღმზე აფეთქების შედეგად


მთიანი ყარაბაღის დე ფაქტო მთავრობის შენობა
მთიანი ყარაბაღის დე ფაქტო მთავრობის შენობა

მთიანი ყარაბაღის დე ფაქტო ხელისუფლების განცხადებით, მისი სამი მებრძოლი დაიღუპა, ერთი კი მძიმედ დაიჭრა საზღვრის მახლობლად სახმელეთო ნაღმზე აფეთქების შედეგად. ინციდენტი 21 ნოემბერს მოხდა აზერბაიჯანის კუთვნილ რეგიონში, რომელსაც 1988-94 წლების ომის შემდეგ ეთნიკურად სომეხი სეპარატისტები აკონტროლებენ. რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებამ 22 ნოემბერს გაავრცელა ცნობა, რომ სამხედრო მოსამსახურეები საინჟინრო სამუშაოებს ასრულებდნენ, როცა აფეთქება მოხდა. ინციდენტამდე ცოტა ხნით ადრე, 20-21 ნოემბერს, აზერბაიჯანსა და სომხეთს ესტურმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი. შეხვედრებზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მთიანი ყარაბაღის კონფლიქტს.

XS
SM
MD
LG