Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ ტახტის მოსაყდრე დაასახელა


სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი, შიო მუჯირი
სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი, შიო მუჯირი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საჭეთმპყრობელმა, ილია მეორემ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრედ დაადგინა სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი, შიო მუჯირი. ილია მეორემ 23 ნოემბერს დაწერილი ბრძანება მრევლს თავად წაუკითხა ქაშუეთის ტაძარში, გიორგობის დღესასწაულისადმი მიძღვნილი წირვის დაწყებამდე. საქართველოს ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულებით, „კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალების, გადადგომის, ან სხვა ისეთი მიზეზის გამო, რომელიც შეუძლებელს ხდის კათოლიკოს-პატრიარქისთვის თავისი მოვალეობების შესრულებას, კათოლიკოს-პატრიარქის მიერ დადგენილი საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე მართავს ეკლესიას ახალი კათოლიკოს-პატრიარქის არჩევამდე.“ წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსაყდრე ავტომატურად ხდება ქიროტონიით უპირატესი მღვდელმთავარი.

XS
SM
MD
LG