Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი გახარია: საქმე გვაქვს საერთაშორისო ტერორიზმის ფაქტთან


გიორგი გახარია
გიორგი გახარია

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, 22 ნოემბერს თბილისში სპეცოპერაცია მას შემდეგ დაიწყო, რაც სამართალდამცავებს შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწიეს. „დღეს უკვე არის მშვიდად გამოძიებაზე მუშაობის დრო და არავის აქვს ინტერპრეტაციების უფლება. რა თქმა უნდა, შეგვიძლია ვიმსჯელოთ ყველაფერზე, მაგრამ სანამ არ დასრულდება გამოძიება და ექსპერტიზის აუცილებელი ეტაპები, სჯობია კონკრეტულ მსჯელობებზე თავი შევიკავოთ“ - განუცხადა 23 ნოემბერს, ჟურნალისტებს გიორგი გახარიამ. რაც შეეხება გავრცელებულ ცნობებს, რომ საცხოვრებელ ბინაში შესაძლოა, ბავშვებიც ყოფილიყვნენ, სპეცოპერაციისას ლიკვიდირებული ერთ-ერთი პირი კი შესაძლოა, აჰმედ ჩატაევი იყოს, შინაგან საქმეთა მინისტრმა უპასუხა, რომ ეს არის ვერსიები და ინტერპრეტაციები. „იმისათვის, რომ ვიმსჯელოთ შინაარსობრივად, უნდა დაველოდოთ გამოძიების და ექსპერტიზის დასრულებას“ - განაცხადა გიორგი გახარიამ. მისი თქმით, გამოძიება მიმდინარეობს სხვა ქვეყნებშიც, რადგან „ყველას კარგად გვესმის, რომ საქმე გვაქვს საერთაშორისო ტერორიზმის ფაქტთან.“ ჟურნალისტების შეკითხვას, აქვს თუ არა საქმეს ტერორიზმის კვალიფიკაცია, გიორგი გახარიამ უპასუხა, რომ ეს იყო მცდელობა, საბოლოო კვალიფიკაციას კი საქართველოს პროკურატურა ამ დღეებში განსაზღვრავს.

XS
SM
MD
LG