Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საფრანგეთში დაკავებულ რუს პარლამენტარს წაუყენეს გადასახადებისათვის თავის არიდების ბრალდება


საფრანგეთში დაკავებულ რუს მილიარდერსა და პარლამენტარს, სულეიმან კერიმოვს წაუყენეს გადასახადებისათვის თავის არიდებასთან დაკავშირებული ბრალდება. ქალაქ ნიცის სასამართლომ ის 22 ნოემბერს თავდებით გაათავისუფლა - გირაოდ განუსაზღვრა 5 მლნ ევრო, მოსთხოვა პასპორტის დატოვება და ნიცის რაიონში დარჩენა. კერიმოვი, რომელიც რუსეთის ფედერაციის საბჭოში დაღესტნის წარმომადგენელია, 20 ნოემბერს დააკავეს ნიცასთან მდებარე საერთაშორისო აეროპორტში. მის დაკავებას რუსეთის უაღრესად კრიტიკული რეაქცია მოჰყვა და კრემლმა პირობა დადო, რომ დაიცავს დეპუტატის ინტერესებს. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 22 ნოემბერს გამოაცხადა, რომ მოსკოვში საფრანგეთის საელჩოს წარმომადგენელი დაიბარა პროტესტის გამოსათქმელად. ფრანგი პროკურორების განმარტებით, გამოძიება დაწყებულია გადასახადებისთვის თავის არიდების შედეგად მითვისებული ფულის გათეთრებაში ეჭვმიტანის საფუძველზე. ასეთ დანაშაულეს უკავშირდება სასჯელი 10 წლამდე პატიმრობის სახით. საინფორმაციო სააგენტო როიტერსის ცნობით, გამომძიებელთა ყურადღების ცენტრშია კერიმოვის მიერ საფრანგეთის რივიერაზე შეძენილი უძრავი ქონება - ამასთან, შეძენილი შუამავალი კომპანიების მეშვეობით, რაც მას სავარაუდოდ აძლევდა საფრანგეთში გადასახადების ნაწილისათვის თავის არიდების შესაძლებლობას.

XS
SM
MD
LG