Accessibility links

კიევმა უსაფრთხოების ზომები გააძლიერა სეპარატისტების მიერ კონტროლირებულ რაიონებთან


ლუგანსკი. 2017 წლის 22 ნოემბერი

უკრაინის ხელისუფლებამ უსაფრთხოების ზომები გაამკაცრა დონბასის ოკუპირებული რაიონებისგან გამყოფ ხაზთან. „დონეცკის და ლუგანსკის ოლქების ცალკეულ რაიონებში შიდა სიტუაციის გამწვავების გამო გამორიცხული არ არის კონფლიქტის ესკალაცია და პროვოკაციული ქმედებები, ამიტომ გამყოფ ხაზთან გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები“ - ნათქვამია უკრაინის სასაზღვრო სამსახურის მიერ 23 ნოემბერს გავრცელებულ განცხადებაში. სასაზღვრო უწყების ინფორმაციით, პროვოკაციების აღსაკვეთად უსაფრთხოების ზომები გამკაცრებულია ყველა საკონტროლო-გამშვებ პუნქტთან. პრორუსულად განწყობილი სეპარატისტების მიერ კონტროლირებულ ქალაქ ლუგანსკში ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც 20 ნოემბერს, ე.წ. სახალხო რესპუბლიკის მეთაურმა, იგორ პლოტნიცკიმ თანამდებობიდან გადააყენა სეპარატისტების შინაგან საქმეთა მინისტრი, იგორ კორნეტი. მისმა მხარდამჭერმა, შეიარაღებულმა პირებმა 21 ნოემბერს დაიკავეს ქალაქ ლუგანსკის ცენტრი, 22 ნოემბერს კი შტურმით აიღეს თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პროკურატურა და მისი ხელმძღვანელები დაატყვევეს. ლუგანსკელი სეპარატისტების ლიდერმა, პლოტნიცკიმ კორნეტი დაადანაშაულა შეიარაღებული გადატრიალების წარუმატებელ მცდელობაში. თავის მხრივ, იგორ კორნეტმა 22 ნოემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ლუგანსკში მიმდინარეობს ლიკვიდაცია უკრაინის ტერიტორიიდან შესული აგენტებისა, რომლებმაც ღრმად შეაღწიეს ადგილობრივ ხელისუფლებაში.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG