Accessibility links

ჟანგბადის მარაგი იწურება არგენტინის წყალქვეშა ნავში, რომელთან კონტაქტიც გაწყვეტილია


არგენტინის სამხედრო-საზღვაო ძალების ინფორმაციით, ჟანგბადის მარაგი იწურება წყალქვეშა ნავში, რომელთან კონტაქტიც გაწყვეტილია. წყალქვეშა ნავი „სან-ხუანი“ ატლანტის ოკეანეშია და ბოლოს 17 ნოემბერს გამოვიდა კონტაქტზე. მოგვიანებით მან ისევ გაავრცელა სიგნალი, მაგრამ ძებნის ფართომასშტაბიანი ოპერაცია, რომელშიც არგენტინის ფლოტის გემები, თვითმფრინავები და ვერტმფრენები მონაწილეობენ, მაინც უშედეგოდ გრძელდება. დაკარგულ წყალქვეშა ნავში 44 სამხედრო მოსამსახურე იმყოფება. არგენტინას დახმარება შესთავაზეს ბრაზილიამ, ურუგვაიმ, პერუმ, დიდმა ბრიტანეთმა, სამხრეთმა აფრიკამ. 23 ნოემბერს რუსეთიც ჩაერთო ოპერაციაში.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG