Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიტანეთი აღარ შედის მსოფლიოში ეკონომიკურად უძლიერესი ქვეყნების ხუთეულში


დიდი ბრიტანეთი გამოეთიშა მსოფლიოში ეკონომიკურად უძლიერესი ქვეყნების ხუთეულს. ამის შესახებ განაცხადა ბრიტანეთის ფინანსთა მინისტრმა, ფილიპ ჰამონდმა, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებზე დაყრდნობით. მსოფლიო რეიტინგით, ბრიტანეთი ახლა მეექვსე ადგილზეა - მას გაასწრო საფრანგეთმა, რაც პირველად მოხდა 2013 წლის შემდეგ. საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, ბრიტანეთისა და საფრანგეთის ეკონომიკურ მაჩვენებლებს შორის სხვაობა გაისად კიდევ უფრო გაიზრდება. ბრიტანეთში ეკონომიკის ზრდა მკვეთრად შენელდა ბრექსიტის შესახებ რეფერენდუმის შემდეგ. საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეიტინგით, ეკონომიკური სიძლიერით მსოფლიოში ლიდერობს შეერთებული შტატები, მას მოჰყვებიან ჩინეთი, იაპონია და გერმანია.

XS
SM
MD
LG