Accessibility links

რუსეთი „მკვდრად“ მიიჩნევს გაეროს მიერ სირიაში ქიმიური იარაღით თავდასხმის გამოძიებას


გაეროში რუსეთის ელჩი, ვასილი ნებენზია

გაეროში რუსეთის ელჩი ვასილი ნებენზია, მისივე თქმით, “მკვდრად“ მიიჩნევს გაეროს გამოძიებას სირიაში ქიმიური იარაღით თავდასხმების გარემოებათა დასადგენად. ასევე ნებენზიას განცხადებით, რუსეთი ღიაა დასავლეთის ქვეყნების ძალისხმევისათვის, შეიქმნას ახალი მექანიზმი მომხდარის გამოსაძიებლად. ნებენზიამ ამ თემაზე ისაუბრა გააკეთა 22 ნოემბერს - მას შემდეგ, რაც გაეროს უშიშროების საბჭო დახურულ სხდომაზე შეიკრიბა გამოძიების განახლებაზე მოსალაპარაკებლად. მანამდე რუსეთმა რამდენჯერმე დაბლოკა სირიაში გაეროს საგამოძიებო მისიის გახანგრძლივება. როგორც ნებენზია ირწმუნება, გაეროს „ერთობლივმა საგამოძიებო მექანიზმმა“, რომელსაც გაეროს უშიშროების საბჭოს წევრების უმრავლესობა ემხრობა და რომელმაც დაადგინა, რომ რუსეთის მოკავშირე სირიის მთავრობაა პასუხისმგებელი ქიმიური იარაღით მოწყობილი თავდასხმების უმრავლესობაზე, „საკუთარი თავის სრული დისკრედიტაცია მოახდინა“. შეერთებული შტატებისა და მისი დასავლელი მოკავშირეების შეფასებით, რუსეთმა საგამოძიებო მექანიზმის მოქმედება იმის გამო შეაჩერა, რომ უკმაყოფილოა ბრალდების სირიის მთავრობისათვის წაყენებით. სირიაში ექვსი წლის წინ დაიწყო სამოქალაქო ომი, რომელმაც უკვე 330 ათასზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. რუსეთი სირიის მმართველი რეჟიმის მთავარი მოკავშირეა.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG