Accessibility links

რუსეთის უშიშროების ძალებმა დააკავეს ყირიმელი თათრები, რომელთაგან ერთ-ერთი გარდაიცვალა


2017 წლის 23 ნოემბერი: ყირიმელი თათრების დაკავება სიმფეროპოლში

რუსეთთან უკანონოდ მიერთებულ ყირიმში დააკავეს ყირიმელი თათრები, რომელთაგან ერთ-ერთი - 82 წლის აქტივისტი ქალი, ვეჯიე კაშკა - გარდაიცვალა. ამის შესახებ იუწყება რადიო თავისუფლების პლატფორმა „კრიმ.რეალიი“. მისი ინფორმაციით, რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ხუთშაბათს დააკავეს სულ სამი ყირიმელი თათარი და ჩხრეკა ჩაატარეს კიდევ რამდენიმეს ბინებში. სიმფეროპოლის ცენტრში ვეჯიე კაშკას დაკავების შემდეგ გამოიძახეს სასწრაფო სამედიცინო დახმარება. ყირიმელი თათრების მოძრაობის ეს ვეტერანი აქტივისტი საავადმყოფოში გარდაიცვალა. რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური რეგულარულად ატარებს ჩხრეკას და აკავებს ყირიმელ თათრებს ნახევარკუნძულზე, რომლის ანექსიაც რუსეთმა 2014 წლის მარტში მოახდინა. უფლებადამცველები პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევენ რუსეთის სპეცსამსახურების მოქმედებას, რადგან ყირიმელი თათრები არ ემხრობიან უკრაინის კუთვნილი ნახევარკუნძულის რუსეთთან მიერთებას.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG