Accessibility links

არასამთავრობო სექტორმა ოთხი კანდიდატი დაასახელა საქართველოს სახალხო დამცველის პოსტისთვის


უჩა ნანუაშვილი. საქართველოს სახალხო დამცველი 2012 წლის 7 დეკემბრიდან

საქართველოში არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა დაასახელეს ოთხი კანდიდატი სახალხო დამცველის პოსტისთვის. მოქმედ ომბუდსმენს, უჩა ნანუაშვილს, 7 დეკემბერს ამოეწურება მანდატის ვადა. არასამთავრობოებისთვის სასურველ კანდიდატებად დასახელდნენ კონსტიტუციური სამართლის სპეციალისტი ვახუშტი მენაბდე, ჟურნალისტი და მედიის მკვლევარი ზვიად ქორიძე, სახელმწიფო აუდიტის გენერალური სამსახურის გენერალური აუდიტორის ყოფილი მოადგილე ნინო ლომჯარია და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილი. საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა მედიასთან საუბრისას აღნიშნა, რომ ოთხივე მათგანი ღირსეულ კანდიდატებად მიაჩნია და ფიქრობს, რომ „პარლამენტის მხრიდან ღირსეული და სწორი გადაწყვეტილება იქნება, თუკი არასამთავრობო ორგანიზაციების შემოთავაზებას გაითვალისწინებს და სახალხო დამცველს მათ მიერ შემოთავაზებული კანდიდატებიდან აირჩევს“. 24 ნოემბერს გაიმართება საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა სახალხო დამცველის კანდიდატის არჩევის საკითხზე.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG