Accessibility links

ირანული წარმოშობის, თეირანში საპატიმროში მყოფი ბრიტანელი ქალის სასამართლოს ვადა დადგინდა


ბრიტანეთის ყოველდღიური გარდიანი იტყობინება, რომ ირანის ხელისუფლებამ დაადგინა ბრიტანელი მოქალაქის, ირანული წარმოშობის ქალის, ნაზანინ ზაღარი-რატკლიფის სასამართლოს ვადა. გაზეთი იმოწმებს ირანში დაკავებული ქალის ქმარს. რიჩარდ რატკლიფმა გაზეთს უთხრა, რომ მისი ცოლი სასამართლოში უნდა გამოცხადდეს 10 დეკემბერს. მას პროპაგანდის გავრცელებას წაუყენებენ ბრალდებად. ზაღარი-რატკლიფი, რომელიც თეირანში დააპატიმრეს 2016 წლის აპრილში, ხუთწლიან სასჯელს იხდის სახელმწიფო უშიშროების სფეროში ჩადენილი დანაშაულისთვის. მის მიმართ წაყენებული ბრალდება, ჩანს, უკავშირდება ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ბორის ჯონსონის განცხადებას პირველ ნოემბერს საპარლამენტო კომიტეტის წინაშე, რომ ნაზანინი ირანში „ჟურნალისტებს წვრთნიდა“. ჯონსონმა მოგვიანებით ბოდიში მოიხადა განცხადებისთვის და განმარტა, რომ ეს არ იყო სიმართლე, რომ ზაღარი-რატკლიფი მხოლოდ ნათესავებს ეწვია ირანში. თუმცა, 4 ნოემბერს, ზაღარი-რატკლიფი დაუგეგმავ პროცესზე მიიყვანეს და იქ ჯონსონის განცხადების საფუძველზე წაუყენეს ბრალდება, რომ „რეჟიმის წინააღმდეგ პროპაგანდას“ ავრცელებდა.

XS
SM
MD
LG