Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვაშინგტონში რუსეთის საელჩოს წინ ქუჩას შეიძლება ბორის ნემცოვის სახელი მიანიჭონ


აშშ-ის დედაქალაქის, ვაშინგტონის კანონმდებლები აპირებენ, რუსეთის საელჩოს წინა ქუჩას სახელი შეუცვალონ. რუსეთის ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ბორის ნემცოვის სახელი მიენიჭება უისკონსინის ავენიუს მონაკვეთს, მოედანს, რომელიც მდებარეობს ედმონდსისა და დევისის ქუჩებს შორის. ამის თაობაზე განაცხადა ვაშინგტონის ქალაქის საბჭოს წარმომადგენელმა, დემოკრატიული პარტიის წევრმა, მერი ჩეიმ. მისი თქმით, ქუჩას სახელი შეეცვლება თუ შესაბამისი კანონი დამტკიცდა. ამის თაობაზე იტყობინებოდა ვაშინგტონ პოსტი 21 ნოემბერს. ცნობით, ახალი ფირნიში დამაგრდება უისკონსინის ავენიუს აბრის ქვემოთ, მაგრამ არსებული საფოსტო მისამართები არ შეიცვლება. ნემცოვი რუსეთის პრემიერ-მინისტრის ყოფილი მოადგილე, ვლადიმირ პუტინის მიმართ კრიტიკულად განწყობილი ოპოზიციონერი იყო. ის კრემლის მახლობლად მოკლეს 2015 წლის თებერვალში.

XS
SM
MD
LG