Accessibility links

24 ნოემბერს ბრიუსელში აღმოსავლეთის პარტნიორობის სამიტი იმართება


ევროკავშირის და აღმოსავლეთის პარტნიორობის მონაწილე ექვსი ქვეყნის ლიდერები 24 ნოემბერს ბრიუსელში მართავენ შეხვედრას. სამიტის მიზანი ევროკავშირსა და ყოფილ საბჭოთა სახელმწიფოებს შორის ურთიერთკავშირის გაღრმავებაა. სამიტის მთავარი მოვლენად მიიჩნევენ სომხეთთან წინასწარ მოლაპარაკებული პარტნიორობის შეთანხმების ხელმოწერას. პაქტი ერევანთან არ გულისხმობს ვაჭრობას და ნაკლებად ამბიციური შეთანხმებაა მოლდავეთთან, საქართველოსა და უკრაინასთან დადებულ ხელშეკრულებებთან შედარებით. ამ სამი ქვეყნის მსგავსად, სომხეთი თავიდან მოლაპარაკებებს აწარმოებდა ასოცირების შეთანხმების გარშემო. მაგრამ რუსეთის ზეწოლის შედეგად, პრეზიდენტი სერჟ სარქსიანი გამოეთიშა მოლაპარაკებებს და შეუერთდა ევრაზიის ეკონომიკურ კავშირს. ევროკავშირმა აღმოსავლეთთან პარტნიორობის პროგრამა დაიწყო 2009 წელს, რათა ხელი შეეწყო ექვსი აღმოსავლეთ ევროპული ქვეყნის და კავკასიის სახელმწიფოთა ეკონომიკური ინტეგრაციისთვის და პოპულარიზაცია გეწია ევროპული ფასეულობებისთვის ამ რეგიონებში. წინასწარი ცნობებით, მონაწილე ქვეყნებს შორის უთანხმოება იყო სამიტის საბოლოო განცხადების ტექსტის გარშემო.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG