Accessibility links

საქართველოს პრემიერი ბრიუსელში შეხვდა დონალდ ტუსკს


გიორგი კვირიკაშვილი (მარცხნივ) და დონალდ ტუსკი ბრიუსელში გამართული შეხვედრისას.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ბრიუსელში შეხვდა ევროპის კავშირის საბჭოს პრეზიდენტს დონალდ ტუსკს. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ვახტანგ მახარობლიშვილის ცნობით, მხარეებმა მაღალი შეფასება მისცეს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებს. „ბატონმა ტუსკმა ძალიან პოზიტიურად შეაფასა ის განვითარება და რეფორმები, რაც ჩვენს ქვეყანაშია და განაცხადა, რომ საქართველოს წარმატება იქნება კარგი მაგალითი სხვა პარტნიორებისთვისაც", უთხრა მახარობლიშვილმა ჟურნალისტებს. მისივე თქმით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობას და ევროპის მხრიდან კიდევ ერთხელ გამოითქვა მზდყოფნა, აქტიური როლი ითამაშონ კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში. ევროკავშირის და აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამის წევრი ექვსი ქვეყნის ლიდერები 24 ნოემბერს ბრიუსელში მართავენ შეხვედრას. სამიტის მიზანი ევროკავშირსა და ყოფილ საბჭოთა სახელმწიფოებს შორის ურთიერთკავშირის გაღრმავებაა.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG