Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთის მედიის ნაწილის ინფორმაციით, სავარაუდოდ, აჰმედ ჩატაევი მკვდარია


აჰმედ ჩატაევი
აჰმედ ჩატაევი

თურქული გამოცემა DailySabah, ასევე თურქული გამოცემის Habertürk - ის სტატიაზე დაყრდნობით წერს, რომ სავარაუდოდ, ტერორიზმში ბრალდებული აჰმედ ჩატაევი მკვდარია. თურქული მედიის თანახმად, საქართველოში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად მოკლულ სამ პირს შორის, შესაძლოა აჰმედ ჩატაევიც იყო. გავრცელებულ ცნობას ტერორიზმში ბრალდებული აჰმედ ჩატაევის სიკვდილის შესახებ 23 ნოემბერს უპასუხა შს მინისტრმა გიორგი გახარიამ. მისი სიტყვებით, ეს არის ვერსიები და ინტერპრეტაციები. „იმისათვის, რომ ვიმსჯელოთ შინაარსობრივად, უნდა დაველოდოთ გამოძიების და ექსპერტიზის დასრულებას“ - განაცხადა გიორგი გახარიამ. მისი თქმით, გამოძიება მიმდინარეობს სხვა ქვეყნებშიც, რადგან „ყველას კარგად გვესმის, რომ საქმე გვაქვს საერთაშორისო ტერორიზმის ფაქტთან.“ აჰმედ ჩატაევი ლოპოტას ხეობაში ლაფანყურის სპეცოპერაციისას 2012 წლის 8 სექტემბერს დააკავეს. მალევე პროკურატურამ მას ასაფეთქებელი მოწყობილობის შეძენა-შენახვა-ტარებისთვის წაუყენა ბრალი. ახმედ ჩატაევი დაკავებიდან სამი თვის თავზე, პროკურატურის შუამდგომლობის შემდეგ პირდაპირ სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა. აჰმედ ჩატაევის სასამართლო განხილვები დაემთხვა 2012 წლის საყოველთაო ამნისტიას, რომელიც ასევე ეხებოდა აჰმედ ჩატაევის საქმეს, თუმცა, მისი ადვოკატის თქმით, დაცვის მხარემ და ბრალდებულმა არ გამოიყენა ამნისტია, რადგან ისინი დარწმუნებულნი იყვნენ, რომ აჰმედ ჩატაევის წინააღმდეგ არ დადგებოდა გამამტყუნებელი განაჩენი. 2016 წელს სტამბოლის აეროპორტში მომხდარი ტერაქტის ერთ-ერთ ორგანიზატორად, თურქული მედია აჰმედ ჩატაევს ასახელებდა.

XS
SM
MD
LG