Accessibility links

საქართველოს პრემიერ-მინისტრი სიტყვით მიმართავს “აღმოსავლეთ პარტნიორობის” სამიტს


გიორგი კვირიკაშვილი

”აღმოსავლეთ პარტნიორობის” რიგით მეხუთე სამიტში მონაწილეობას მიიღებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი. როგორც ”ინტერპრესნიუსი” მთავრობის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით იუწყება, 24 ნოემბერს გიორგი კვირიკაშვილი სიტყვით მიმართავს “აღმოსავლეთ პარტნიორობის” სამიტის პლენარული სხდომის მონაწილეებს და საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე ისაუბრებს. სამიტზე განიხილება, როგორც „აღმოსავლეთ პარტნიორობის" პროგრამით გათვალისწინებული რეფორმების და პროგრამების იმპლემენტაციის პროცესი, რომელიც საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ძალისხმევით, წარმატებით განხორციელდა, ასევე - ”აღმოსავლეთ პარტნიორობის” ფარგლებში გადასადგმელი შემდგომი ნაბიჯები. პრემიერ-მინისტრმა უკვე გამართა შეხვედრა უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოსთან. მხარეებმა ისაუბრეს "აღმოსავლეთ პარტნიორობის" სამიტის, ორმხრივი თანამშრომლობისა და საქართველოსა და უკრაინის ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების შესახებ. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრის დასაწყისში მათ ხაზი გაუსვეს ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებს და სტრატეგიულ პარტნიორობას. "მოხარული ვარ ჩემს პარტნიორსა და ძვირფას მეგობართან შეხვედრით. სიამოვნებით აღვნიშნავ, რომ დღეისათვის ჩვენი ურთიერთობები აქტიურად ვითარდება პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ სფეროებში. ჩვენი პირადი ურთიერთობები, რომელსაც მე ძალიან ვაფასებ, მათ შორის, მოკლე ტექსტური შეტყობინებით საფეხბურთო მატჩის შედეგების მილოცვა, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ღრმად დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ურთიერთობების განვითარებას აქვს უზარმაზარი პერსპექტივები", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG