Accessibility links

ეგვიპტეში 230-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა მეჩეთზე ექსტრემისტების თავდასხმის შედეგად


ეგვიპტეში, სინაის ნახევარკუნძულზე მდებარე ბირ ალ-აბდის მეჩეთი, რომელზეც თავდასხმა მოეწყო 2017 წლის 24 ნოემბერს.

ეგვიპტის სახელმწიფო მედიის ცნობით, სულ ცოტა, 235 ადამიანი დაიღუპა მეჩეთზე ექსტრემისტების თავდასხმის შედეგად. თავდასხმა მოეწყო ჩრდილოეთ ეგვიპტეში, სინაის ნახევარკუნძულზე მდებარე ქალაქ ბირ ალ-აბდში. სახელმწიფო მედიის ცნობით, დაიჭრა, სულ ცოტა, 120 ადამიანი. ეგვიპტეში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა. საინფორმაციო სააგენტო „ასოშიეიტიდ პრესის“ ცნობით, პოლიციელები ამბობენ, რომ თავდამსხმელები ოთხი ავტომანქანით მივიდნენ მეჩეთთან და ჯერ აფეთქებები მოაწყვეს, შემდეგ კი ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნეს პარასკევის ლოცვაზე მისულ ხალხს. ეგვიპტის ხელისუფლება სინაის ნახევარკუნძულზე ებრძვის ექსტრემისტების გაერთიანება „ისლამური სახელმწიფოს“ წევრებს.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG