Accessibility links

გადადგა აღმოსავლეთ უკრაინაში, ლუგანსკის ოლქში მებრძოლი სეპარატისტების ლიდერი


ლუგანსელი სეპარატისტების ყოფილი ლიდერი, იგორ პლოტნიცკი

გადადგა აღმოსავლეთ უკრაინაში მდებარე თვითგამოცხადებული ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის ლიდერი, იგორ პლოტნიცკი. გადადგომის ფონია ძალაუფლებისათვის ბრძოლა რუსეთის მხარდაჭერით მოქმედ სეპარატისტებს შორის. ლუგანსკელი სეპარატისტების ვებსაიტზე 24 ნოემბერს გავრცელდა ცნობა, რომ პლოტნიცკი გადადგა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. ამავე წყაროს თანახმად, თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ლიდერის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა ლეონიდ პასეჩნიკი, რომელიც აქამდე უშიშროების მინისტრად ითვლებოდა. მოგვიანებით ვებსაიტზე გამოქვეყნდა ცნობა, რომ პლოტნიცკი დაინიშნა სეპარატისტების წარმომადგენლად მინსკის პროცესზე, რომელიც კონფლიქტის მოგვარებას ემსახურება. 21 ნოემბერს შეიარაღებული ნიღბიანი პირები გამოვიდნენ ლუგანსკის ოლქის დედაქალაქში, რაც მიანიშნებდა სეპარატისტებს შორის დაპირისპირებაზე. 2014 წლის მარტში რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიიდან ცოტა ხანში, აღმოსავლეთ უკრაინაში დაიწყო მოსკოვის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტების ბრძოლა. მას შემდეგ ლუგანსკისა და დონეცკის ოლქებში 10 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG