Accessibility links

ევროკავშირმა და სომხეთმა გააფორმეს შეთანხმება ყოვლისმომცველი და გაფართოებული პარტნიორობის შესახებ


2017 წლის 24 ნოემბერი: სომხეთის პრეზიდენტი სერჟ სარქსიანი ბრიუსელში, "აღმოსავლეთის პარტნიორობის" სამიტზე

ევროკავშირისა და ექვსი ყოფილი საბჭოთა ქვეყნის ლიდერები 24 ნოემბერს სწრაფად შეთანხმდნენ „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ სამიტის დეკლარაციის საბოლოო ერთობლივ ვერსიაზე. ამდენად, თავიდან იქნა აცილებული ორი წლის წინანდელი სამიტის დროინდელი კამათი, რასაც შეფერხება მოჰყვა. ასევე "აღმოსავლეთის პარტნიორობის" სამიტზე, რომელიც ბრიუსელში გაიმართა, ევროკავშირმა და სომხეთმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას ყოვლისმომცველი და გაფართოებული პარტნიორობის შესახებ. ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკური ლიდერის, ფედერიკა მოგერინის განმარტებით, ასეთი შეთანხმება პირველად დაიდო ქვეყანასთან, რომელიც ამავე დროს არის "ევრაზიის ეკონომიკური კავშირის" წევრი. ხოლო როგორც სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ედუარდ ნალბანდიანმა აღნიშნა, „სომხეთს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, კიდევ უფრო განავითაროს და განამტკიცოს ყოვლისმომცველი თანამშრომლობა ევროკავშირთან“. ბრიუსელშიც და ერევანშიც, ოფიციალური პირები ამტკიცებენ, რომ ახალი შეთანხმება არ უშლის ხელს სომხეთის მჭიდრო ურთიერთობას რუსეთთან, რომელიც წამყვანი ქვეყანაა ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში. ამ გაერთიანებაში რუსეთთან და სომხეთთან ერთად შედიან ბელორუსია, ყაზახეთი და ყირგიზეთი.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG