Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზიმბაბვეს ახალმა პრეზიდენტმა ერთგულების ფიცი დადო


ZIMBABWE -- Emmerson Mnangagwa speaks after being sworn in as Zimbabwe's president in Harare, November 24, 2017
ZIMBABWE -- Emmerson Mnangagwa speaks after being sworn in as Zimbabwe's president in Harare, November 24, 2017

ზიმბაბვეში გაიმართა ახალი პრეზიდენტის, ემერსონ მნანგაგუას ინაუგურაცია. ცერემონია რამდენიმე დღეში მოჰყვა აფრიკის ამ ქვეყნის ვეტერანი ავტოკრატი ლიდერის, 93 წლის რობერტ მუგაბეს გადადგომას. მნანგაგუა ზიმბაბვეს რიგით სულ მეორე ლიდერია 1980 წელს ქვეყნის მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ. ის წლების მანძილზე იყო ვიცე-პრეზიდენტი, ვიდრე მუგაბე მიმდინარე თვეში მოხსნიდა, რის შემდეგაც სამხედრო ძალები ამოქმედდნენ და ხელისუფლებაზე კონტროლი დაამყარეს. მუგაბე 37 წელი მართავდა ქვეყანას და გადადგა 21 ნოემბერს, როცა უკვე დაწყებული იყო მისი იმპიჩმენტის პროცედურა.

XS
SM
MD
LG