Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საპარლამენტო უმრავლესობა ნინო ლომჯარიას ასახელებს კანდიდატად სახალხო დამცველის პოსტზე


საქართველოში საპარლამენტო უმრავლესობა ნინო ლომჯარიას ასახელებს კანდიდატად სახალხო დამცველის პოსტზე. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა „ქართული ოცნების“ ოფისში უმრავლესობის წევრების შეხვედრის შემდეგ. სახალხო დამცველის პოსტი 7 დეკემბრიდან გათავისუფლდება, უჩა ნანუაშვილის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის შემდეგ. კობახიძის განცხადებით, 24 ნოემბერს გამართული შეხვედრის დროს ისაუბრეს სულ შვიდ კანდიდატზე, მათგან პირებზე, რომლებიც არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა დაასახელეს. იურისტი ნინო ლომჯარია არის ერთ-ერთი იმ ოთხი კანდიდატიდან, რომელიც არასამთავრობო სექტორმა შეარჩია. დანარჩენ კანდიდატებად დასახელდნენ კონსტიტუციური სამართლის სპეციალისტი ვახუშტი მენაბდე, ჟურნალისტი და მედიის მკვლევარი ზვიად ქორიძე და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილი. კობახიძის განმარტებით, ახალ სახალხო დამცველს ერთ კვირაში დაამტკიცებენ ამ თანამდებობაზე.

XS
SM
MD
LG