Accessibility links

კუდრინმა განაცხადა, რომ არ მიიღებს მონაწილეობას პრეზიდენტის არჩევნებში


რუსეთის სამოქალაქო ინიციატივების კომიტეტის თავმჯდომარე, ქვეყნის ყოფილი ფინანსთა მინისტრი, ალექსეი კუდრინი აცხადებს, რომ არ მიიღებს მონაწილეობას რუსეთის პრეზიდენტის არჩევნებში. 25 ნოემბერს, ჟურნალისტებთან საუბარში, კუდრინმა განაცხადა, რომ ამზადებს პროგრამას, რომელსაც მოქმედ პრეზიდენტს წარუდგენს. "მე ახლა სხვა როლი მაქვს", - აღნიშნა რუსეთის ყოფილმა ფინანსთა მინისტრმა. უფრო ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ პუტინის შესაძლო მეტოქედ რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განიხილავენ ბიზნესის წარმომადგენლისა და ლიბერალი კანდიდატის არჩევნებში მონაწილეობის საკითხს. პრეზიდენტის არჩევნები რუსეთში 2018 წლის მარტში გაიმართება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG