Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ანგელა მერკელი მხარს უჭერს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებს


გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ მზადაა რიგგარეშე არჩევნებში უხელმძღვანელოს თავის პარტიას, ქრისტიანულ-დემოკრატიულ კავშირს, მას შემდეგ, რაც 20 ნოემბერს უშედეგოდ დასრულდა კოალიციური მთავრობის შესახებ მოლაპარაკებები მწვანებთან და თავისუფალ დემოკრატებთან. მმართველი კოალიციის შესახებ შეთანხმების წარუმატებლობის გამო გერმანია პოლიტიკური გაურკვევლობის ვითარებაში აღმოჩნდა. მემარცხენე-ცენტრისტული სოციალ-დემოკრატიული პარტია კრიტიკის ქარ-ცეცხლში მოყვა ანგელა მერკელის პარტიასთან ამჟამინდელი დიდი კოალიციის გაგრძელებაზე უარისთვის. სატელევიზიო გამოსვლაში მერკელმა აღნიშნა, რომ არ აპირებს კანცლერობაზე უარის თქმას, მიუხედავად იმისა, რომ მწვანეებთან და თავისუფალ დემოკრატებთან მოლაპარაკება წარუმატებლად დასრულდა. მისი თქმით, რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები ჯობია უმცირესობის მთავრობას. სექტემბერში გამართულ არჩევნებში ქრისტიანულ-დემოკრაატიული კავშირისა და ქრისტიანულ-სოციალური კავშირის ბლოკმა 1949 წლიდან მოკიდებული ყველაზე დიდი დამარცხება იწვნია.

XS
SM
MD
LG