Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

25 ნოემბერს უკრაინაში ოფიციალურად აღინიშნა ჰოლოდომორის მსხვერპლის დღე


25 ნოემბერს უკრაინაში ოფიციალურად აღინიშნა ჰოლოდომორის მსხვერპლის დღე. ჰოლოდომორის შედეგად მილიონობით ადამიანი დახოცა შიმშილით სტალინური რეჟიმის დროს. კიევის ცენტრში პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ და ასობით სხვა ადამიანმა პატივი მიაგო შიმშილობის დროს დაღუპულებს. ჰოლოდომორი 1932-33 წლებში მოხდა, როცა საბჭოთა ხელისუფლებამ უკრაინის გლეხები აიძულა, კოლმეურნეობებში გაწევრიანებულიყვნენ და მათ ხორბალი და სხვა საკვები ჩამოართვეს. ისტორიკოსების აზრით, ჰოლოდომორის მთავარი მიზეზი იყო ხელისუფლების მიერ გლეხებისთვის 1932 წლის მოსავლის წართმევა. ვარაუდობენ, რომ სტალინის პერიოდის კამპანიის დროს 9 მილიონამდე ადამიანი დაიღუპა სიკვდილით დასჯის, დეპორტაციისა და შიმშილობის შედეგად.

XS
SM
MD
LG